Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

განახლდეს 2020 წლის 21 იანვარს დეკანის 1/30 ბრძანებით გამოცხადებული კონკურსი ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების საგნების სახელმძღვანელოების შესაქმნელად; 2. კონკურსის განსახორციელებლად ფაკულტეტის 2020 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოს 20 000 ლარი; 3. სახელმძღვანელოს შექმნის ანაზღაურების მაქსიმუმი - 5 000 ლარი; 4. სახელმძღვანელოს აუცილებლად უნდა ჰყავდეს სამეცნიერო და ენობრივი რედაქტორი, რომლის ხარჯებს გაიღებს ავტორი; 5. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა 6. საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის არჩევითი საგნის სახელმძღვანელო საკონკურსოდ განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბოლო ორი სასწავლო წლის განმავლობაში შესაბამის საგანზე დარეგისტრირებული იყო არანაკლებ 70 სტუდენტისა; 7. სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში საკონკურსოდ განიხილება სავალდებულო საგნის სახელმძღვანელო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბოლო ორი სასწავლო წლის განმავლობაში მოცემულ საგანზე დარეგისტრირებული იყო არანაკლებ 25 სტუდენტისა; ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს, რომლებსაც მოქმედი ხელშეკრულების ფარგლებში გამოქვეყნებული/შექმნილი აქვთ ერთი სახელმძღვანელო მაინც; 8. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ განცხადება დეკანის სახელზე, სახელმძღვანელოს დეტალური ანოტაცია (მინიმუმ 500 სიტყვა) და სავარაუდო სარჩევი. 9. საკონკურსო საბუთები უნდა აიტვირთოს ბმულზე https://www.tsu.ge/ge/faculties/social/books/iv5pzb1oe4ukrny_-/zbhly8sltj3bpsk2b//
10. საკონკურსო პროექტების ბმულზე ატვირთვის ვადა – ა.წ. 1 ივნისამდე; 11. გამარჯვებული პროექტები გამოცხადდეს 5 ივნისს; 12. დასრულებული პროექტების ბმულზე ატვირთვის ვადა – 2021 წლის 1 მარტი. ვადის გადაცილების შემთხვევაში პროექტები არ განიხილება. ბეჭდური სახით დასრულებული პროექტი წარმოდგენილ უნდა იქნეს ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურში, VI კორპუსი, N406. დასრულებული პროექტები უნდა აიტვირთოს ბმულზე https://www.tsu.ge/ge/faculties/social/books/iv5pzb1oe4ukrny_-/zbhly8sltj3bpsk2b//
13. სახელმძღვანელო გაფორმებული უნდა იყოს APA-ს სტილით; 14. გამარჯვებული პროექტის ანაზღაურება მოხდება სახელმძღვანელოს წარდგენის, რეცენზირების საგამომცემლო საბჭოს მიერ დამტკიცების და თსუ -ს გამომცემლობაში ჩაბარების შემდგომ; 15. სახელმძღვანელო გამოქვეყნდება ელექტრონული ფორმით; 16. საკონკურსო პროექტების შერჩევასა და გამარჯვებული პროექტების რეცენზირებას უზრუნველყოფს საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

  • თამარ დოლბაია - კომისიის თავმჯდომარე, ასოცირებული პროფესორი, ფაკულტეტის დეკანი;
  • თეონა მატარაძე - კომისიის მდივანი, ასოცირებული პროფესორი, დეკანის მოადგილე სამეცნიერო დარგში;
  • რევაზ ჯორბენაძე - პროფესორი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
  • სალომე დუნდუა-ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება;
  • მანანა შამილიშვილი - ასოცირებული პროფესორი, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება;
  • იაგო კაჭკაჭიშვილი - პროფესორი, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება;
  • გიორგი გოგსაძე - პროფესორი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება;

    17. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე;